ქირურგი: „შუმახერი ძალიან განსხვავდება იმისგან, ვისაც ტრასებიდან ვიცნობდით"
21/01/2020 17:15:39 მსოფლიო
იტალიელმა ნეიროქირურგმა ნიკოლა აკიარიმ ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები გაამხილა.
„ეს ადამიანი ძალიან განსხვავდება იმისგან, ვისაც ჩვენ ფორმულა 1-ის ტრასებიდან ვიცნობდით. მისი ორგანული სტრუქტურა, კუნთებისა და თავის ქალის სტრუქტურა შეიცვალა და გაუარესდა. ეს არის ტვინზე მიღებული დაზიანების შედეგი“,– განაცხადა ქირურგმა.
2013 წლის დეკემბერში გერმანელმა თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო და დღემდე აღდგენით კურსს გადის.
კომიდან გამოსვლის შემდეგ, მიხაელ შუმახერი საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.


