Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე: მადლობა ყველა ევროპელს, თუ რაიმეთი გვერდით დასდგომიან ამ ქვეყანას, მაგრამ კრედიტს თუ მაძლევ, ნუ მამუნათებ და მამადლი

მამუკა მდინარაძე: მადლობა ყველა ევროპელს, თუ რაიმეთი გვერდით დასდგომიან ამ ქვეყანას, მაგრამ კრედიტს თუ მაძლევ, ნუ მამუნათებ და მამადლი

25/07/2024 13:14:45 პოლიტიკა

"მადლობა ყველა ევროპელს, თუ რაიმეთი გვერდით დასდგომიან ამ ქვეყანას, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ, კრედიტს თუ მაძლევ, მე ამით დაგეხმარე, ნუ მამუნათებ და მამადლი", – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას საფრანგეთის საელჩოს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებს შესახებ.

მდინარაძის თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

„დიდი მადლობა ყველა ევროპელს, თუკი რაიმეთი ამ ქვეყანას გვერდით დასდგომია, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ და ნურც ჩვენ დაგვაბრალებენ. კრედიტი კრედიტია, გრანტი გრანტია. საქართველო დღეს უკვე იმ დონეზე დგას, რომ ეკონომიკურადაც შეუძლია, თავისი პროექტები თავადვე დააფინანსოს.

ძალიან კარგია გარედან დახმარება, კარგია ეკონომიკურად უფრო ძლიერი ქვეყნის მხრიდან მხარში ამოდგომა, მაგრამ კრედიტს თუ მაძლევ, მე ამით დაგეხმარე – ნუ მამუნათებ და მამადლი. რომელიმე ბანკმა რომ თქვას, დაბალპროცენტიანი კრედიტი მივეცი ჟურნალისტს და ჩემ წინაშე ვალდებულებები აქვსო, ვალდებულება გაქვს ფინანსური, მაგრამ მორალურ ვალდებულებებს ნუ დაამატებს კრედიტის გამცემი. მადლობას ვუხდით იმისათვის, რაც გააკეთეს, მაგრამ რაც არ გაუკეთებიათ, იმაზე თითის ქნევა მადლობის მისაღებად, არ გამიგია. რაც გააკეთეს, იმაზე გადავუხადოთ მადლობა. გახსოვთ, სოფლის მეურნეობის თემაზე რომ ლაპარაკობდნენ, მაგალითად, დონორებისგან სოფლის მეურნეობაში სულ რამდენი იხარჯება? მაქსიმუმი არის ათი მილიონი დოლარი და სახელმწიფო იგივე პროექტებზე, თუ არ ვცდები, დაახლოებით 300-დან 400 მილიონამდე ლარს ხარჯავს, რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს. უნდათ, ათი მილიონი დოლარი უფრო დიდად გამოჩნდეს, ვიდრე ასეულობით მილიონი. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, იმ ათი მილიონი დოლარის მადლობა გადავუხადოთ და ამასობაში მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ იგივე პროექტებში და საქმეში საქართველოს ბიუჯეტის მხრიდან ასეულობით მილიონი იხარჯება. მადლობა ათი მილიონისთვის, მაგრამ ესეც გავიხსენოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, რომ გვამადლიან რაღაცებს. მადლობა რაც გაგიკეთებიათ. მაგალითად, ნატო-ს მისიებში ჩვენი წვლილი შევიტანეთ, ბიჭები დაგვეხოცნენ და ასეულობით დასახიჩრებული, შშმ პირი გვყავს. ჩვენი როლი შევასრულეთ, მათ შორის, რაღაც გაგებით, ფინანსური, ეკონომიკის თვალსაზრისითაც, პირველ რიგში კი, სისხლი გავიღეთ. ცალმხრივად არ ვართ ურთიერთობებში და ნურავინ გამოიყვანს ისე, რომ რაღაც ხელგაწვდილის როლში ვართ. დღეს რომ ამის ლაპარაკი შეგვიძლია, პირადად მე, ამით ამაყი ვარ“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, მამუკა მდინარაძემ.

რატომ ავრცელებენ დასავლური საელჩოები საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ მონაცემებს

მას შემდეგ რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "აგენტების კანონი" მიიღო, ქვეყანას დასავლეთთან ურთიერთობები დაეძაბა. ამ კანონის მიღების საპასუხოდ დასავლეთმა გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა და "საქართველოს მთავრობის მიერ კურსის არშეცვლის შემთხვევაში" დამატებითი ზომებიც დააანონსა.

  • 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავდა და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.
  • 4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
  • 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
  • 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
  • NATO–მ 10 ივლისს მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა.დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა, საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები. "ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე", – მხოლოდ ამ ჩანაწერით ფიგურირებს საქართველო ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში.

დასავლეთის მხრიდან საპასუხო ზომების შემდეგ "ოცნების" მხრიდან დასავლეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობის დამაკნინებელი განცხადებები გაკეთდა. სწორედ ამგვარი განცხადებების შემდეგ გადაწყვიტეს საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე მონაცემების გავრცელება ქვეყანაში აკრედიტებულმა დასავლურმა საელჩოებმა.

  • პირველი, ვინც დახმარების შესახებ მონაცემები გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იყო. როგორც წარმომადგენლობაში განაცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია "ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ" გაავრცელეს.

ამავე თემაზე: წარმომადგენლობა: 2019-2024 წლებში სამინისტროებმა არასამთავრობოებთან შედარებით, ევროკავშირისგან 11-ჯერ მეტი ფინანსური დახმარება მიიღეს.

საფრანგეთის საელჩო: 2012 წლიდან საქართველოს 945 მლნ ევროს ოდენობის საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა გავუწიეთ.

რატომ ალაპარაკდა თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობებში „სისუსტეებზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S