Accentnews.ge
ჩინური კონორავირუსის შემთხვევა აშშ-შიც დაფიქსირდა

ჩინური კონორავირუსის შემთხვევა აშშ-შიც დაფიქსირდა

21/01/2020 20:22:35 მსოფლიო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი უახლოეს დღეებში ჩინური კონორავირუსის გავრცელების შესახებ პირველ განცხადებას გაავრცელებს,– იუწყება ამერიკული ტელეკომპანია СNN.

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა. ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდა თუ არა ვირუსი სხვა ადამიანებზე. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაავადებული ცოტა ხნის წინ ჩინეთში იმყოფებოდა.

უცნობი კონორავირუსის გახშირებული შემთხვევები ჩინეთში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ვირუსით 300-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, ხოლო 6 მათგანი გარდაიცვალა. წინა დღეებში ჩინეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ვირუსი გადამდებია.

დაავადების გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში და ტაივანში. ვირუსი მაღალ ციებ-ცხელებას და პნევმონიას იწვევს.

ახალ დაავადებასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სპეციალური რეკომენდაციები უკვე გაავრცელა. WHO მსოფლიოს მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ ფიზიკურ კონტაქტს სიცხიან ადამიანთან, ცემინებისას დაიფარონ ცხვირი და პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S