Accentnews.ge
სირიაში რუსულ სარაკეტო იერიშებს ბავშვები ემსხვერპლნენ

სირიაში რუსულ სარაკეტო იერიშებს ბავშვები ემსხვერპლნენ

21/01/2020 20:26:46 მსოფლიო

სირიაში, ქალაქ ალეპოში განხორციელებულ რუსულ სარაკეტო შეტევას 18 მშვიდობიანი მოქალაქე, ნათ შორის 13 არასრულწლოვანი ემსხვერპლა,– იუწყება ბრიტანეთში დაარსებული ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ცნობით, რუსულმა ბომბდამფშენებმა ალეპოს გარეუბნებში მდებარე ფერმა დაბომბეს. შეტევები განხორციელდა იდლიბის პროვინციაშიც.

რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად დადებული ხელშეკრულების მიუხედავად ავიაიერიშები პერმანენტულად ხორციელდება. 2015 წლიდან რუსეთი სირიის სამოქალაქო კონფლიქტში ბაშარ ასადის მხარეს ჩაერთო.

რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით ასადმა აჯანყების ჩახშობა შეძლო, თუმცა ლოკალური ბრძოლები ამჟამადაც მიმდინარეობს, მათ შორის იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ისლამისტი ბოევიკები აკონტროლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S