რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებათ აშშ–ში ვიზიტი
21/01/2020 22:06:34 მსოფლიო
გავლენიანი ამერიკული გამოცემის „პოლიტიკო“ცნობით, შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლა შეეზღუდებათ.
წინასწარი ცნობით, აღნიშნული ქვეყნების რიგში სახელდება ბელარუსი, ყირგიზეთი, ერიტრეა, ნიგერია, სუდანი, მიანმარი, ტანზანია.
გამოცემა წერს, რომ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებისთვის აშშ-ში ჩასვლის სრულად აკრძალვა არ იგეგმება, თუმცა საიმიგრაციო წესები გამკაცრდება.
ახალ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 27 იანვარს გამოაქვეყნებს.
2017 წელს ტრამპმა აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა ირანის, ლიბიის, სომალის, სირიის, იემენის, ვენესუელის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩადის მოქალაქეებს. არაერთი შტატის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტრამპის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და შეზღუდვა გააუქმა.


