კინზინგერი: „ქართული ოცნება“ კორუმპირებულია და რუსეთთან თანამშრომლობს
26/07/2024 07:31:15 პოლიტიკა
დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან, - ამ მოწოდებით გამოდის ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
ის ამბობს, რომ აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს.
როგორც ყოფილი კონგრესმენი აღნიშნავს, ქართველებს "სიტუაციის გამოსწორების" შანსი აქვთ.
„ქართული ოცნების“ პარტია კორუმპირებულია და რუსეთთან თანამშრომლობს. ქართველებს სიტუაციის გამოსწორების შანსი აქვთ. თუ ამას არ გააკეთებენ, ვშიშობ, რომ საქართველო დაიკარგება. საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“. დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან. აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს“, - წერს ადამ კინზინგერი X-ზე.


