Accentnews.ge
პაპუაშვილმა კრიტიკოსებს "ხალხის რისხვა" დაუანონსა

პაპუაშვილმა კრიტიკოსებს "ხალხის რისხვა" დაუანონსა

26/07/2024 09:59:18 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, "განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ" იმისთვის, რომ ხალხს "ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ".

მან თქვა, რომ "ხალხის რისხვის" პირველი ტალღა ოპოზიციამ "ამ დღეებში უკვე მიიღო".

"განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? და ბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?“ - თქვა პაპუაშვილმა.

ეს არის ძალადობის წახალისება, მუქარა, - თქვა პაპუაშვილის განცხადების კომენტირებისას “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ, რომელიც გაზაფხულის აქციებისას გახდა თავდასხმის მსხვერპლი. მას პირთა ჯგუფი, მსგავსად სხვა ხელისუფლების არაერთი კრიტიკოსისა, სახლთან ჩაუსაფრთა და თავს დაესხა. არც ერთ შემთხვევაზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

გარდა ამ განცხადებისა, ალბათ წაახალისებენ ძალადობრივ ჯგუფებს, – ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, 12–წლიანი მმართველობის თავზე, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც „ქართლ ოცნებას“ შეუძლია მოქალაქეებისადმი, არის შიშის დათესვა, ძალადობა და სიცრუე.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალადობის წახალისება, ეს არის მუქარა. გარდა ამ განცხადებისა, ალბათ წაახალისებენ ძალადობრივ ჯგუფებს. ეს ახალი არ არის….“ქართული ოცნება” ასე მოვიდა ხელისუფლებაში, ამას აკეთებს 12 წლის განმავლობაში და უკანასკნელი თვეების განმავლობაში. 12 წლის მმართველობის თავზე, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ მოქალაქეებისადმი არის შიშის დათესვა, ძალადობა, ტყუილები, დაყოფა, დაპირისპირება, სიძულვილის ენა. სხვა, “ქართულ ოცნებას” საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ აქვს”, - თქვა ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S