Accentnews.ge
დეპუტატი: „ოცნებას“ მხოლოდ რუსული ტიპის შეთქმულების თეორიები დარჩა

დეპუტატი: „ოცნებას“ მხოლოდ რუსული ტიპის შეთქმულების თეორიები დარჩა

26/07/2024 11:04:10 პოლიტიკა

„ოცნებას, რომელიც საკუთარ ხალხს ებრძვის, მხოლოდ რუსული სტილის შეთქმულების თეორიები დარჩა“, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია. პარლამენტარი ეხმაურება უმრავლესობის წარმომადგენლის მამუკა მდინარაძის განცხადებებს, რომ „მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ გულისხმობენ აშშ–სა და ევროკავშირს, როდესაც ისინი "გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობდნენ.

„იმავე დღეს, როცა მამუკა მდინარაძემ უარყო, რომ დასავლეთს არ უწოდებენ "გლობალური ომის პარტიას", გამოვიდა "ხალხის ძალა" და ღიად განაცხადა, რომ აშშ აქ აპირებს გადატრიალებას და ასევე ბევრი განცხადებაა იმის შესახებ, თუ რამდენად მტრულად არიან განწყობილნი ჩვენი მეგობრებიადმი და როგორ აძლევენ ოკუპანტ სახელმწიფოს საქართველოში გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას.

ამიტომ, ყველამ კარგად იცის, რომ ეს სიცრუეა და მათი ტყუილი არაერთხელ ამხილა ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S