Accentnews.ge
მერია პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

მერია პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

22/01/2020 07:42:47 საზოგადოება

დედაქალაქის მერია დღეიდან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიისა და 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ყველანაირად იქნება მოწესრიგებული. იქნება ახალი ფილები, მოწესრიგდება შადრევნები, გამწვანების სამუშაოები იწარმოებს და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე როცა დავამთავრებთ სამუშაოებს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: პარლამენტთან პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი იყო გაშლილი, რომელიც მისი ვაჟის საქმის გამოძიებას მესამე წელია, ითხოვს. კარავი მერიის წარმომადგენლებმა აიღეს და საახალწლო ატრაქციონი გაშალეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S