Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია: “ქართული ოცნება” რუსეთის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან კიდევ ერთ ტაქტიკას იღებს

ჰელსინკის კომისია: “ქართული ოცნება” რუსეთის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან კიდევ ერთ ტაქტიკას იღებს

26/07/2024 14:47:06 პოლიტიკა

ჰელსინკის კომისია ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა. საქმე ეხება ეთერში გასულ ვიდეორგოლებს, სადაც კომისიის ხედვით, ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „აგენტების კანონს მხარი დაუჭირეს. ვიდეოკოლაჟი, რომელითაც „მთავარი არხი“ მაყურებელს „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატების შესახებ აწვდის ინფორმაცის, თითქმის ორი თვეა გადის ყველა საინფორმაციო გამოშვების ბოლო ნაწილში. ეკრანზე ჩნდება წარწერა („იცნობდეთ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს“) შემდეგ კი ჩანან დეპუტატები და ცხადდება მათი სახელები და გვარები.

კომისიამ ხედვით, ვიდეორგოლები ემსახურებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას, შესაბამისად, ვიდეორგოლები მიაკუთვნა პოლიტიკურ რეკლამას.

“ქართული ოცნება” რუსეთის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან კიდევ ერთ ტაქტიკას იღებს, რათა მოახდინოს თავისი ოპოზიციის ცენზურა და ქართველ ხალხს ჩამოართვას დემოკრატიული მომავალი, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან”, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

სხდომას, სადაც „მთავარი არხის“ სანქცირების საკითხი წყდებოდა, შვებულებაში ყოფნის გამო ვერ დაესწრო ტელეკომპანიის იურისტი. ამის შესახებ ინფორმირებული იყო კომუნიკაციების კომისია.

იმის გამო, რომ „მთავარ არხს“ ბოლო ერთ წელში მსგავსი დარღვევა კომუნიკაციების კომისიამ ვერ აღმოუჩინა, მარეგულირებელმა ტელეარხის წინააღმდეგ სანქციად „წერილობითი გაფრთხილება“ გამოიყენა. არხი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S