Accentnews.ge
Edison Research: პირველი 3 პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს ყველაზე მეტად მოსწონს, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ნინო ლომჯარიაა

Edison Research: პირველი 3 პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს ყველაზე მეტად მოსწონს, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ნინო ლომჯარიაა

29/07/2024 04:35:45 პოლიტიკა

Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობას ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი მოსწონს (63-63%), რეიტინგში მესამეა ნინო ლომჯარია (48%), შემდეგ თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე (41-41%).

რეიტინგში შემდეგია ნიკა გვარამია, შალვა ნათელაშვილი და კახა კალაძე (40-40%), ზურა (გირჩი) ჯაფარიძე, გიორგი გახარია (39-39%)

რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მათი მოწონებისა და არ მოწონების პროცენტები ასე გამოიყურება:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S