ბათუმში უნგრეთის საკონსულო იხსნება
29/07/2024 10:45:31 პოლიტიკა
ბათუმში უნგრეთის საკონსულო გაიხსნება. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
განკარგულების მიხედვით, გაიცა თანხმობა ბათუმში, საპატიო კონსულის მეთაურობით, უნგრეთის საკონსულო დაწესებულების გახსნის თაობაზე.
საკონსულო ოლქი მოიცავა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.


