ირაკლი კობახიძე: ხაზარაძე-ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დაწყებული საერთაშორისო დავა წააგეს
29/07/2024 19:44:00 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დაწყებული დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, წააგეს. ამის შესახებ კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
“ამ შემთხვევაშიც იყო საქმე, რომელიც წარმოებდა საერთაშორისო არბიტრაჟში, ეს იყო საქმე - „ხაზარაძე-ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და ამ შემთხვევაშიც საქართველო გამოვიდა გამარჯვებული ერთი მარტივი მიზეზის გამო - სახელმწიფო ყოველთვის იცავს წესებს, როდესაც მოქმედებს”, – განაცხადა კობახიძემ.
ამ საქმეზე განცხადება მანამდე მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა. მან სასამართლოს გადაწყვეტილებას “გულდასაწყვეტი” უწოდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც ინვესტორთა მხრიდან საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. არბიტრაჟის დავის საგანი $1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.


