ირაკლი კობახიძე: ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი
30/07/2024 05:13:01 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%. ამის შესახებ მან ამჯერად "იმედის" ეთერში ისაუბრა.
"ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე და თუ საუბარი გვაქვს ჩვენ 60%/20% თანაფარდობაზე, ამ შემთხვევაშიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაც არის საკმაოდ რეალური. იქ ერთმა, ორმა პროცენტმა შეიძლება, გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, საბოლოო ჯამში, მაგრამ საკმაოდ რეალურია ეს ყველაფერი", - განაცხადა პრემიერმა.


