Accentnews.ge
ცისკარიშვილი: რუსეთი, ბელარუსი, ირანი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი – აი, ამ ბანაკში ამოყო თავი საქართველომ

ცისკარიშვილი: რუსეთი, ბელარუსი, ირანი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი – აი, ამ ბანაკში ამოყო თავი საქართველომ

30/07/2024 10:22:42 პოლიტიკა

ეს ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალია იმისა, რომ რუსეთის ამ გავლენის სფეროს ბანაკის ერთ-ერთი წევრია საქართველოც“,– ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ირანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტს. კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის იაუგურაციას დაესწრება.

"სამწუხაროდ, ჩვენი „მეგობრები და კოლეგები“ ამ ერთობლიობაში არიან: ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, ირანი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი. აი, ამ სამწუხარო ბანაკში ამოყო თავი საქართველომ და ეს სიტუაცია თუ არ შევცვალეთ ჩვენ 26 ოქტომბერს, კიდევ უფრო გაღრმავდება და გაუარესდება. ევროპისგან ჩვენ რაც გვაქვს ახლა ბენეფისები - თავისუფალი ვაჭრობა და რაც მთავარია, უვიზო მიმოსვლა, ესეც ჩაბარდება ისტორიას აუცილებლად, თუ აქ, ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრიდან, რეალობა არ შეცვალა,“ - თქვა ცისკარიშვილმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S