Accentnews.ge
დეპუტატი: ფინანსური სტაბილურობა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, მათ შორის, ლარის გაცვლითი კურსი

დეპუტატი: ფინანსური სტაბილურობა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, მათ შორის, ლარის გაცვლითი კურსი

01/08/2024 08:43:48 პოლიტიკა

პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის, მათ შორის, აშშ–ის მხრიდან, შეჩერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოვიდა მოწოდებით, მკაფიოდ გავიაზროთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან.

"ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა აქამდე შესაძლებელი იყო და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას", - ხაზს უსვამს დეპუტატი.

მისი თქმით, სერიოზული რისკის ქვეშაა ლარის გაცვლითი კურსი, რომლის შენარჩუნებაზეც ასეულობით მილიონი დოლარს ხარჯავს ეროვნული ბანკი.

"ქართული ოცნება", რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ზრდის ციფრებით, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ახვევს საზოგადოებას საკუთარ სიამაყეს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, არის ხელისუფლება, რომელმაც შეაჩერა, გაყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და სტრატეგიულ პარტნიორებთან დაამძიმა და დააზიანა ქვეყნის ურთიერთობები. ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი შედეგები, მათ შორის, ფინანსური. როცა ვლაპარაკობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. ეს შეეხება საგრანტო დაფინანსებასაც, შეეხება ფაქტობრივად, დაბალ პროცენტიან დაფინანსებასაც, შეეხება საბიუჯეტო და არასამთავრობო სექტორიდან დახარჯულ ფინანსურ რესურსსაც. ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა შესაძლებელი იყო აქამდე და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, მათ შორის, ლარის გაცვლითი კურსი, რომლის შენარჩუნებაზეც ასეულობით მილიონი დოლარს ხარჯავს ეროვნული ბანკი. ისტორიულ მინიმუმზეა ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო, თუ საშინაო ფინანსური სტაბილურობის პრობლემები და რისკები ძალიან მაღალ დონეზე დგას".

მან ხაზი გაუსვა ცვლილებების აუცილებლობას:

"ხელისუფლება ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ციფრებით, რომლიდანაც მიღებულ დოვლათს სრულად ინაწილებს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ადამიანების და ოჯახების ჯგუფი. რეალურად, გვჭირდება ცვლილებები ყველა მიმართულებით, ეს შეეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებასაც და ეკონომიკასაც. ამიტომ ამ მძიმე მოცემულობის შესაცვლელად ჩვენ გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია არჩევნებზე და ამ ხელისუფლების ოპოზიციაში გაშვება,".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S