Accentnews.ge
იტალიის ელჩი ბაკურციხე-წნორის გზის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომლის მშენებლობის ზედამხედველობის სამუშაოები იტალიურმა კომპანიამ აწარმოა

იტალიის ელჩი ბაკურციხე-წნორის გზის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომლის მშენებლობის ზედამხედველობის სამუშაოები იტალიურმა კომპანიამ აწარმოა

01/08/2024 12:56:59 პოლიტიკა

საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო ბაკურციხე-წნორის გზის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომლის მშენებლობის ზედამხედველობის სამუშაოები იტალიურმა კომპანიამ აწარმოა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საელჩო ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობის პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდა, ითვალისწინებდა 18 კმ სიგრძის გზის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც საქართველოს დედაქალაქისა და კახეთის რეგიონის დამაკავშირებელი მთავარი გზის - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალის - ნაწილია.

გზის მშენებლობის ზედამხედველობის სამუშაოები აწარმოა იტალიურმა კომპანია IRD Engineering-მა, რომელიც ლიდერია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავებასა და მიწოდებაში.

ბაკურციხე-წნორის ახალი გზა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ADB-ს საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბიერმან ლამი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი ესწრებოდნენ", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S