Accentnews.ge
პრეზიდენტი: ჩემთან ადმინისტრაციაში ორი კიბერშეტევა იყო და სახელმწიფო უწყებებიდან ნული რეაგირება ვიხილეთ, ამერიკელებმა უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინეს, ვიდრე ჩვენმა უწყებებმა

პრეზიდენტი: ჩემთან ადმინისტრაციაში ორი კიბერშეტევა იყო და სახელმწიფო უწყებებიდან ნული რეაგირება ვიხილეთ, ამერიკელებმა უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინეს, ვიდრე ჩვენმა უწყებებმა

05/08/2024 18:43:08 პოლიტიკა

"ჩემთან ადმინისტრაციაში ორი კიბერშეტევა იყო და ამერიკელებმა უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინეს, ვიდრე ჩვენმა უწყებებმა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს სავალალო მდგომარეობა და სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც დღესვე უნდა იწყებოდეს და არა მომავალში, არჩევნების შემდეგ.

„დეზინფორმაციასთან ბრძოლა - ეს ყოველდღიურია. ეს არ არის პარლამენტის გასაკეთებელი - ეს არის თქვენი გასაკეთებელი. ჩემი, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, მაგრამ არა მაინცდამაინც პარლამენტში. სამაგიეროდ, არის ერთი უწყება, რომელიც საერთოდ დაშლილია და არ არსებობს - ეს არის უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრეზიდენტიდან პრემიერის დაქვემდებარებაში გადაიტანეს. ჩემთან ადმინისტრაციაში ორი კიბერშეტევა იყო და სახელმწიფო უწყებებიდან ნული რეაგირება. ამერიკელებმა უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინეს, ვიდრე ჩვენმა უწყებებმა. ეს არის ძალიან ეს სავალალო მდგომარეობა და სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც დღესვე უნდა იწყებოდეს და არა მომავალში, არჩევნების შემდეგ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S