Accentnews.ge
პრეზიდენტი ხანგოშვილის მკვლელის გაცვლის პროცესში მთავრობის უმოქმედობაზე მიუთითებს

პრეზიდენტი ხანგოშვილის მკვლელის გაცვლის პროცესში მთავრობის უმოქმედობაზე მიუთითებს

05/08/2024 18:56:22 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრეს–კონფერენციაზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე ისაუბრა.

შეკითხვა ეხებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ საკითხის ოფიციალური კომენტარის გარეშე დატოვებას.

„ეს მგონი ჯდება მთლიანად თავიანთ უმოქმედობაში, ძალიან ბევრი მიმართულებით. ესეც არის ძალიან ნიშანდობლივი, რომ ასეთ საკითხზე, სწორედ, მთავრობა არ რეაგირებს, იმიტომ, რომ ეს არის რეაგირება, რომელიც უნდა მომხდარიყო, არა საჯაროდ მაინცდამაინც, მაგრამ იმ სხვადასხვა შესაძლებლობებით და კონტაქტებით, რაც არსებობს მთავრობებს, სხვადასხვა უწყებებს შორის... ბევრი რამ შეიძლებოდა, ბევრი მცდელობა შეიძლებოდა, მე არ ვიცი რას მივაღწევდით, მაგრამ მცდელობა შესაძლებელი იყო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S