Accentnews.ge
პრეზიდენტი – საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანაზე: ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ

პრეზიდენტი – საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანაზე: ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ

05/08/2024 20:16:33 პოლიტიკა

ყველა მხრივ ვაგრძელებ იმ ქმედებებს, რაც მევალება და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას „ქართული ოცნების“ კრიტიკაზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბიშვილის სარჩელი ამ სასამართლოს, მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელისა და იმპიჩმენტის ლეგიტიმურობის აღიარებაა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მოლოდინებს, პრეზიდენტმა შემდეგი აღნიშნა:

„ყველა მხრივ ვაგრძელებ იმ ქმედებებს, რაც მე მევალება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ, მაგალითად, ეროვნული ბანკი, რომელსაც მას მერე, რაც ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ მიიღო სრულიად მიუღებელი, ერთპიროვნული გადაწყვეტილება, არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ უნდა წარვადგინო კანდიდატები ბორდისთვის. გავაგრძელე ეს, ბოლოს წარვადგინე კანდიდატი, რომელიც არც განიხილეს.

ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარვადგინე კანდიდატი არა იმიტომ, რომ მჯერა, რომ რამე ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისეთი, რაც ჰგავს რომელიმე ნორმალურ ქმედებას ასეთი ინსტიტუტისთვის, მაგრამ, საჭიროა დაანახო, რომ შეიძლება, არსებობდეს გამჭვირვალე პროცესი და შეიძლება, არსებობდეს „ვეტინგის“ პროცესი. ამის მაგალითის მიცემა გვინდოდა.

გარა ამისა, ამ შემთხვევაშიც მაგალითი უნდა იყოს მიცემული იმისა, რომ შეიძლება, ბრძოლა ბოლომდე გააგრძელო, რომ არ შეიძლება გაჩერდე და კონსტიტუციურ უმაღლეს სასამართლოს არ დაუყენო საკითხი მის წინაშე. ადამიანები - პავლე და სავლე, იცვლებიან და თავიანთი სინდისის წინაშე უნდა დააყენო. თვლიან, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება მუხლს, რომელიც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გარანტიას გვაძლევს? - თქვან. საინტერესო იყო ჩემი იმპიჩმენტის სასამართლო ამ მხრივ- სამი მოსამართლე გამოჩნდა, რომელთაც გაბედეს და თქვეს, რომ არ ეთანხმებოდნენ. მათი დასკვნები უცხოეთში გაზიარდა და ძალიან დაფასდა, რადგან სერიოზული ნაშრომები იყო. აქაც მივცეთ შანსი, რომ თავიანთი სათქმელი თქვან იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აღელვებს და აღელვებს ყველა პარტნიორს. მაინტერესებს, როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S