Accentnews.ge
პრეზიდენტი – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე: არ ვიცი საკითხის საბოლოო დეტალები, მაგრამ ეს არის ძალიან სამწუხარო, როცა ეხება ჟურნალისტს

პრეზიდენტი – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე: არ ვიცი საკითხის საბოლოო დეტალები, მაგრამ ეს არის ძალიან სამწუხარო, როცა ეხება ჟურნალისტს

06/08/2024 05:43:52 პოლიტიკა

ძალიან სამწუხაროა, როცა ეს ეხება ჟურნალისტს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე.

მისი თქმით, ასევე, სირთულეები აქვთ უკრაინელ და რუს ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლასა და დარჩენაზე.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ისაუბრა ჟურნალისტების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ქვეყნის რეპუტაცია ამაზეც დგას.

„სხვათა შორის, საკითხი დგას, ასევე, მთელი რიგი უკრაინელი და რუსი ჟურნალისტებისთვის, რომელთაც სირთულეები აქვთ აქ შემოსვლის ან დარჩენის, არ არის პირველი. არ ვიცი ამ საკითხის საბოლოო დეტალები, მაგრამ ეს არის ძალიან სამწუხარო, როცა ეხება ჟურნალისტს. ჟურნალისტების, მითუმეტეს უცხოელი ჟურნალისტების უფლებები ამ ქვეყანაში ძალიან უნდა იყოს დაცული. ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია ამაზეც დგას“, - დასძინა პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: თბილისში დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე: "აზერბაიჯანის მხარეს სურს, აფგანი დააპატიმროს და შემდეგ მოკლას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S