პრეზიდენტი: ოკუპაციას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ, საქართველო მყარად დარჩება ევროპულ გზაზე
07/08/2024 13:46:41 პოლიტიკა
"ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს.
“აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!
საქართველო მყარად დარჩება საკუთარ ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს”, - წერს ზურაბიშვილი.


