ისრაელის შემდეგ პუტინი პალესტინას ესტუმრა
23/01/2020 18:51:24 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პალესტინას ეწვია,– იუწყება რუსული მედია.
ამავე წყაროს ცნობით, პუტინი ვიზიტის ფარგლებში პალესტინის ლიდერთან მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებას გეგმავს და მხარეები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
მანამდე პუტინი იერუსალიმში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ რუვენ რივლინთან და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა გამართა და მონაწილეობა მიიღო ფორუმში სახელწოდებით – „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“.


