საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი იქნება
08/08/2024 10:23:55 პოლიტიკა
საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.
დიპლომატიური უწყების ცნობით, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დარიუს ვიტკაუსკასი 6 აგვისტოს დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში.
დარიუს ვიტკაუსკასი ლიეტუვის ყოფილ ელჩს ანდრიუს კალინდრას ჩაანაცვლებს, რომელმაც საქართველოში მისი დიპლომატიური მისია დაასრულა.


