Accentnews.ge
„ჩინური ვისურით“ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

„ჩინური ვისურით“ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

24/01/2020 05:22:47 მსოფლიო

ჩინეთში ახალი სახეობის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულების 830-მდე - ამის შესახებ დღეს, 24 იანვარს განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვმა ერთ დღეში 7-ით მოიმატა, ინფიცირებულების კი, თითქმის 200-ით.

ცნობილია, რომ დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა სინგაპურში, ვიეტნამში, საუდის არაბეთში, ტაილანდში, ტაივანში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

ბრიტანული მედიის ცნობით, შოტლანდიაში ოთხი ადამიანი ახალი კორონავირუსის მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში შემოწმებას გადის. ოთხივე მათგანი რამდენიმე დღის წინ ჩინეთში, ქალაქ უხანში იმყოფებოდა.

ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში შემოწმება გაამკაცრეს.

ჩინეთის ხელისუფლებამ 23 იანვარს ფაქტობრივად გარე სამყაროსგან ჩაკეტა ქალაქი უჰანი, სადაც 7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და სადაც პირველად დაფიქსირდა დაავადება. ასეთივე ზომები მიიღეს პროვინცია ჰუბეის რიგ სხვა ქალაქებშიც. მუშაობა შეწყვიტეს სამოქალაქო ტრანსპორტმა, აეროპორტებმა, სარკინიგზო სადგურებმა, ჩაიკეტა გზები.

ამასთან, ვირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით, პეკინში 25 იანვრიდან 8 თებერვლამდე დაგეგმილი საახალწლო მასშტაბური ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერჯერობით არ აცხადებს საგანგებო ვითარებას საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში. ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი საკითხის განხილვას დღეს გააგრძელებს.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ახალი სახეობის ვირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაედო. ჩინეთის ქალაქ უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან, სადაც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქათმის და კურდღლის ხორცს და გველებსაც ყიდდნენ. ჩინელი ვირუსოლოგები ფიქრობენ, რომ ვირუსის მატარებელი გველი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S