Accentnews.ge
აშშ-მა ორსულებისთვის ვიზის გაცემა გაამკაცრა

აშშ-მა ორსულებისთვის ვიზის გაცემა გაამკაცრა

24/01/2020 05:29:13 მსოფლიო

აშშ-მა ორსული ქალებისთვის ვიზის გაცემის წესები გაამკაცრა. სახელმწიფო დეპარტამენტი გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი და ეროვნული უსაფრთხოების და იმიგრაციული სისტემის მთლიანობის ინტერესებით ასაბუთებს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ წესების გამკაცრება ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს დაიცავს „სამშობიარო ტურიზმის“ ხარჯებისგან.

ახალი წესების მიზანია, ხელი შეუშალოს აშშ-ში უცხო ქვეყნების მოქალაქე ქალების სამშობიაროდ ჩასვლას. კონსტიტუციით, აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვები პრაქტიკულად, ავტომატურად ხდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეები. 2019 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ პრაქტიკის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს.

ახალი გამკაცრებული წესებით, საკონსულოების თანამშრომლებმა ვიზაზე უარი უნდა უთხრან ორსულ ქალებს, რომელთა მიმართ გაუჩნდებათ ეჭვი, რომ აშშ-ში ბავშვის გასაჩენად მიემგზავრებიან. ვიზის მიღების მსურველმა ორსულმა ქალებმა საკონსულოს თანამშრომლები უნდა დაარწმუნონ, რომ აშშ-ში სხვა მიზნით მიემგზავრებიან. პრობლემა არ შეექმნებათ იმ ქალებს, რომლებიც დოკუმენტურად და ფინანსური გარანტიით დაადასტურებენ, რომ აშშ-ში მშობიარობა სამედიცინო მაჩვენებლების გამო სჭირდებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S