ტრამპი – ახლო აღმოსავლეთზე: "დიდებული გეგმა მაქვს"
24/01/2020 06:23:24 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 27 იანვარისთვის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნებას აანონსებს.
„დიდებული გეგმა მაქვს. ეს ის გეგმაა, რომელიც ნამდვილად იმუშავებს. პალესტინელებს მოკლედ ვესაუბრე, თუმცა რაღაც დროის მერე გავესაუბრებით. დარწმუნებული ვარ თავდაპირველად მათი რეაქცვია შესაძლოა, ნეგატიური იყოს, თუმცა სინამდვილეში, გეგმა მათთვის ძალიან პოზიტიური იქნება“,-განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ კომენტარი გაკეთდა პალესტინაში.
„ვაფრთხილებთ ისრაელსა და აშშ-ს ადმინისტრაციას, არ გადაკვეთონ წითელი ხაზები“,– განაცხადა პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ნაბილ აბუ რუდეინაჰმა.
შეგახსენებთ, მომავალ კვირას, ისრაელის პრემიერ-მინისტი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში გაემგზავრება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პალესტინას 23 იანვარს კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ეწვია.


