Accentnews.ge
პრეზიდენტი: ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია

პრეზიდენტი: ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია

09/08/2024 16:14:52 პოლიტიკა

ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ განიხილა ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება.

„მივესალმე საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს.

განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება.

მათი ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია”, - წერს ზურაბიშვილი.

ამერიკელი კანონმდებლები ორპარტიული ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვივნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S