Accentnews.ge
შაჰინი: სასიამოვნო იყო ვიზიტის დაწყება პრეზიდენტთან შეხვედრით, მადლიერი ვარ ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულების

შაჰინი: სასიამოვნო იყო ვიზიტის დაწყება პრეზიდენტთან შეხვედრით, მადლიერი ვარ ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულების

09/08/2024 17:02:16 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელში წერს.

„სასიამოვნო იყო საქართველოში ჩემი ვიზიტის დაწყება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით. მადლიერი ვარ ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულების - ამბიციის, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს.”- წერს სენატორი ჯინ შაჰინი.

მანამდე პრეზიდენტმა ვიზიტს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური უწოდა:

„მივესალმე საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს.

განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება.

მათი ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია”.

ამერიკელი კანონმდებლები ორპარტიული ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვივნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S