ჯინ შაჰინი: ის, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, აბსოლუტურად მცდარია
11/08/2024 06:56:51 პოლიტიკა
ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ ამით დაინტერესებული არ არის და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ ამით დაინტერესებული არ არის და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, კვლავ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა“, - აღნიშნა სენატორმა ჯინ შაჰინმა.


