Accentnews.ge
შაჰინი: "გვსურს, ვიხილოთ, რომ ოქტომბრის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი"

შაჰინი: "გვსურს, ვიხილოთ, რომ ოქტომბრის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი"

11/08/2024 07:01:19 პოლიტიკა

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, აშშ–ის სურს, იხილოს, რომ ოქტომბრის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"პარასკევს და შაბათს დრო დავუთმეთ შეხვედრებს. გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს. ვიმყოფებოდით ადმინისტრაციულ გამოყოფ ხაზზე სამხრეთ ოსეთის პირას. მქონდა შესაძლებლობა პირადად გვენახა როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორ უმკლავდებიან შექმნილ ვითარებას მაშინ, როდესაც 16 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ და ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსადმი. გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით მთელ რიგ ახალგაზრდებს გორის რეგიონიდან, რომლებიც საუბრობდნენ მათი ერთგულების შესახებ საქართველოსა და მისი მომავლის მიმართ. შევხვდით მეწარმეებს გორის რეგიონში, ვინც მუშაობენ საკვები პროდუქტების წარმოებაზე ქვეყანაში. აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ვართ ერთგულნი აშშ და საქართველოს პარტნიორობისადმი, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის დემოკრატიული სვლა. გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები. გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვინც უზრუნველყოფს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა", – განაცხადა შაჰინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S