Accentnews.ge
კობახიძის მტკიცებით, შაჰინსა და ტერნერს შეხვედრაზე „აგენტების კანონზე“ არ უსაუბრიათ

კობახიძის მტკიცებით, შაჰინსა და ტერნერს შეხვედრაზე „აგენტების კანონზე“ არ უსაუბრიათ

11/08/2024 09:21:26 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გუშინ, 10 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე, სადაც ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი, მაიკ ტერნერი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ე.წ აგენტების კანონზე საერთოდ არ უსაუბრიათ.

„მე მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ესწრებოდა ამ შეხვედრას. ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს და არც ელჩს ამ შეხვედრაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ უხსენებიათ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე გულწრფელად გავუზიარე როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს და ელჩს ჩვენი იმედგაცრუება და შეშფოთება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახასიათებს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს უნდა შეიცვალოს." - განაცხადა კობახიძემ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის მხრიდან შეხვედრაზე არ გაჟღერებულა არცერთი ინიციატივა, რაც საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს.

"იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეტოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, რომ თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში გვქონდა. აშშ-ს ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უწევდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში. ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.სენატორის თქმით, ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება სურს ზუსტად ამერიკასაც და იმედი აქვთ რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნახავენ პასუხს, რომ მათაც იგივე აინტერესებთ.

„30 წელზე მეტია გვაკავშირებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ყველა მინიშნება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ის არის, რომ ისინი ამ პარტნიორობას მხარს უჭერენ. ისინი მხარს უჭერენ და აფასებენ ურთიერთობას, რომელიც 30 წლის განმავლობაში აიგო. უყურებენ დასავლეთს და აქვთ მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდეს. ეს ურთიერთობები რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს ეს სურს ზუსტად ამერიკას და იმედი გვაქვს რომ ვნახავთ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან რომ მათაც იგივე აინტერესებთ“, - განაცხადა შაჰინმა.

თავის მხრივ, კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა და აღნიშნა, რომ „პრემიერ-მინისტრის კომენტარი მისთვისაც იმედგაცრუებას იწვევდა":

"ჩემთვისაც იმედგაცრუებას იწვევდა პრემიერ–მინისტრის კომენტარი. პასუხისმგებლობა არ აუღია ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებაზე. განცხადება არ გაუკეთებია რაიმე გეგმების შესახებ, რაც გააუმჯობესებდა საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობებს - რაც მინიშნება იქნებოდა. კეთდება განცხადებები ამერიკის შესახებ მაშინ, როცა ორმხრივი ურთიერთობები გართულებულია, არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახავს ამერიკის პოზიციას ან ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S