Accentnews.ge
კობახიძემ და პაპუაშვილმა ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს

კობახიძემ და პაპუაშვილმა ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს

12/08/2024 07:06:20 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგინეს:

  • ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი;
  • ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი;
  • გენო პეტრიაშვილი - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი.

ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიადის პრიზიორები:

  • ტატო გრიგალაშვილი - ვერცხლის ოლიმპიური მედლის მფლობელი, სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი;
  • ილია სულამანიძე - ვერცხლის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი;
  • გივი მაჭარაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, ორგზის ევროპის ჩემპიონი;
  • ლაშა გურული - ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S