პრემიერი – ნიკა მელიაზე თავდასხმაზე: "ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ასეთი აქტებისგან"
12/08/2024 08:15:05 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე "თავდასხმა მიუღებელია".
მან ყველას მოუწოდა, რომ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი, მმართველი ძალისთვის”,- განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: ნიკა მელიას თავს სამტრედიაში დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


