Accentnews.ge
დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია შექმნა

დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია შექმნა

12/08/2024 13:20:07 პოლიტიკა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია შექმნა.

როგორც ქაცარავა სოცალურ ქსელში წერს, ახალი პოლიტიკური ძალა სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს.

"ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა: „ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?" ვინ და, - ჩვენ! „ჩვენ“ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე, ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით!

ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა!

ჩვენ გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის!

„ჩვენ“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ! მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ!", -დაწერა დავით ქაცარავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S