Accentnews.ge
ბაიდენი - ტრამპზე: იგი არის ჭეშმარიტი საფრთხე ამერიკის უშიშროებისთვის

ბაიდენი - ტრამპზე: იგი არის ჭეშმარიტი საფრთხე ამერიკის უშიშროებისთვის

12/08/2024 14:34:32 პოლიტიკა

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიიდან გასვლის შემდეგ მიცემულ პირველ ტელეინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი წარმოადგენს "ჭეშმარიტ საფრთხეს ამერიკის უშიშროებისთვის".

"დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, თუ ის გაიმარჯვებს... ამ არჩევნებში, ნახეთ რა მოხდება", - უთხრა ბაიდენმა CBS News-ს 11 აგვისტოს ნაჩვენებ ინტერვიუში. "ეს საფრთხეა, იგი არის ჭეშმარიტი საფრთხე ამერიკის უშიშროებისთვის. ჩვენ მსოფლიო ისტორიის გარდამტეხი მომენტი გვიდგას. ნამდვილად ასეა... და მთავარი არის დემოკრატია" - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S