Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: დეზინფორმაცია და სპეკულაცია ვერ მოაგვარებს უთანხმოებებს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ველით წინადადებას

აშშ–ის საელჩო: დეზინფორმაცია და სპეკულაცია ვერ მოაგვარებს უთანხმოებებს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ველით წინადადებას

13/08/2024 16:56:55 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დეზინფორმაცია და სპეკულაცია ვერ მოაგვარებს ურთიერთობებს.

„არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება“,– ვკითხულობთ განცხადებაში.

საელჩო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.

როგორც საელჩო აღნიშნავს, აშშ საქართველოსგან ელის წინადადებებს ურთიერთობების კონტექსტში.

„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ.

სენატორი და კონგრესმენი ვიზიტის დროს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

ეს არის აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ აშშ-მა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა, გამოაცხადა ურთიერთობების გადახედვის შესახებ და გაურკვეველი დროით გადადო საქართველოსთან დაგეგმილი სამხედრო წვრთნები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S