„ქართუს“ დირექტორმა "ოცნებას" ფული კვლავ შესწირა
14/08/2024 14:10:42 პოლიტიკა
ანტიკორუფციული ბიუროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკის "ქართუ“ დირექტორმა ნატო ხაინდრავამ პარტია „ქართულ ოცნებას“ ფული კვლავ შესწირა. ამჯერად ეს თანხა 40 000 ლარია.
2012 წლის შემდეგ ნატო ხაინდრავა „ქართულ ოცნებას“ ყოველწლიურად სწირავს თანხას. გამონაკლისი იყო 2015 და 2018 წლები. 2018 წელს მან თანხა პარტიის ნაცვლად შესწირა საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს.
ცნობისთვის: მხოლოდ აგვისტოში "ქართულ ოცნებას" 1,7 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული შემოწირულების სახით.


