როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები GORBI–ს კვლევის მიხედვით
14/08/2024 16:31:38 პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ 59.3%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%
- კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე - ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ 5.8%
- კოალიცია „ახალი“/„გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“ 5.5%
- „საქართველოსთვის“ 4.8%
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია 3%
- „ევროპული საქართველო“ 2.2%
- „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ 2.1%
- სხვა 4.2%
"ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერია", – იუწყება ტელეკომპანია "იმედი"
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.


