თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვიან – გაიზარდა მსხვერპლთა რიცხვი
24/01/2020 22:10:30 მსოფლიო
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თოთხმეტამდე გაიზარდა, დაშავდა 225-ზე მეტი ადამიანი.ცნობებს ადასტურებენ თურქეთის ხელისუფლებაში.
სხვადასხვა ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,7-დან 6,9 მაგნიტუდას აღწევდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო.
სხვადასხვა ცნობებით, ათობით შენობა დაინგრა ან დაზიანდა.მიწისძვრის შემდეგ ერთ-ერთ სახლში ცეცხლი გაჩნდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურები.


