ისევ გაიზარდა ქვეყნების რიცხვი, სადაც "ჩინური ვირუსი" დაფიქსირდა
25/01/2020 07:08:36 მსოფლიო, საზოგადოება
ე.წ. "ჩინური ვირუსის" შემთხვევა უკვე ევროპაში დააფიქსირეს. კერძოდ, გამოვლინდა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, კიდევ ორი კი პარიზში. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ავსტრალიაში და მალაიზიაში. მანამდე კი დადასტურებული იყო სინგაპურში, ვიეტნამში, საუდის არაბეთში, ტაილანდში, ტაივანში, იაპონიაში, ნეპალში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.
თავად ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 41-ს მიაღწია. ინფიცირებულია 1 200-ზე მეტი მოქალაქე.
ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის 13 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს.
ვირუსის გამო, ჩინეთში საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გააუქმეს.


