Accentnews.ge
"ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

"ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

15/08/2024 11:48:43 პოლიტიკა

"ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ახალი საარჩევნო შტაბის გახსნის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ძლიერი საქართველო" იზრდება ყოველდღიურად და რაც მთავარია, იზრდება ხარისხსიანად. მინდა, კიდევ ერთი სიახლე შეგატყობინოთ. ჩვენ გადმოვედით ახალ სივრცეში, ახალ ტერიტორიაზე, რომელსაც ჰქვია ჩვენი სარჩევნო შტაბი. მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა, რომელიც იდგა ქვეყნის ბრძოლის წინა ხაზზე და მინდა, მადლობა ვუთხრა მას, რომ ამ ბრძოლაში მან ითავა, ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო. მინდა, მადლობა ვუთხრა დათო გამყრელიძეს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თავად დავით გამყრელიძემ განმარტა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, დეპუტატობას ან პარტიულ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში იქნება შტაბის ხელმძღვანელი.

"მთავარი მიზანი პირადად ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ, მთელი საზოგადოებისთვის, უნდა იყოს და იქნება ის, რომ უზრუნველვყოთ რეჟიმს ცვლილება, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება. აქედან გამომდინარე, ჩემს ერთ-ერთ ფუნქციად ვთვლი იმასაც, რომ მაქსიმალური კოორდინაცია მოვახდინოთ კოალიციამ სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რათა კოორდინირებულად დავაფქისიროთ გამარჯვება, გავუშვათ სახლში რუსული ხელისუფლება და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

მან “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის სპიკერად ანა ნაცვლიშვილი წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S