Accentnews.ge
„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში 22 დელეგატი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში 22 დელეგატი წარადგინა

15/08/2024 14:08:25 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის 22 დელეგატი წარადგინა.

  • „დავით სონღულაშვილი – გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
  • ირაკლი ქადაგიშვილი– თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; არიან მოქმედი დეპუტატები, როგორც მოგეხსენებათ.
  • რაც შეეხება რუსთავს და გარდაბნის ისტორიულ სოფლებს - ირაკლი შატაკიშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი იქნება წარდგენილი;
  • მარნეული-გარდაბანი - ზაურ დარგალი;
  • რაც შეეხება, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქს, აქ იქნება ბოლნისის მოქმედი მერი წარდგენილი - დავით შერაზადიშვილი;
  • ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი - ანტონ ობოლაშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი.
  • ახალქალაქი-ნინოწმინდა- მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი იქნება წარდგენილი;
  • მცხეთა-მთიანეთში დიმიტრი ხუნდაძე იქნება დელეგატად წარდგენილი ჩვენს პროპორციულ სიაში;
  • გორი-კასპი- გორის მოქმედი მერი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება წარდგენილი კანდიდატაd;
  • ხაშური-ქარელი - მოქმედი დეპუტატი ზაზა დუგლაძე;
  • ქუთაისში - ასევე მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე;
  • წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე;
  • საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე;
  • ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი;
  • ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი დელეგატი იქნება დათო კოდუა, რომელიც არის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ჩვენი გუნდის წევრია 2012 წლიდან;
  • ფოთი-ხობი-სენაკში - მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია;
  • მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი;
  • გურიაში, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური - ვასიკო ჩიგოგიძე იქნება ჩვენი კანდიდატი;
  • რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში - გოჩა ენუქიძე, ასევე მოქმედი დეპუტატი;
  • ბათუმში - არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“, რომელიც არის „ალილოს“ სოლისტი, იქნება ბათუმში ჩვენი კანდიდატი;
  • ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი;
  • ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო - ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი".

კობახიძის თქმით, ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე".

"შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა არა დელეგატის სტატუსით".

რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, კობახიძემ თქვა რომ მათ უახლოეს დღეებში დაასახელებენ.

მისივე თქმით, საარჩევნო სიის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი განსაზღვროს 30 ოლქიდან რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად. კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ ოლქის ნომერი, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S