Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო ადასტურებს, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რენტგენოსკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა

აშშ–ის საელჩო ადასტურებს, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რენტგენოსკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა

15/08/2024 16:38:07 პოლიტიკა

„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რენტგენოსკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა. კოალიცია „ერთიანობის“ ლიდერის გია ჯაფარიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის საელჩომაც დაადასტურა.

"აშშ-ის სახელმწიფი დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა (EXBS) აგრძელებს საქმიანობას საქართველოში, თუმცა საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ეხება სტუდენტებს, ბიზნესის წამომადგენლებს, ფერმერებს, სხვადასხვა ჯგუფებსს - მათ შორის სოფლად - სამოქალაქო საზოგადოებას, მარგინალურ ჯგუფებსა და დამოუკიდებელ მედიას. ", - აცხადებენ, "ფორმულას" ცნობით, საელჩოში.

14 აგვისტოს კოალიცია „ერთიანობის“ წევრმა განაცხადა, რომ „აშშ-ს შეჩერებული აქვს დახმარება და ეს აპარატურა ახლა უპატრონოდ აგდია“:

„ის, რაც ჩვენ უნდა მოგვხმარდეს, მოხმარდეს, მათ შორის, საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას, ეს ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად არის გაჩერებული“.

შემოსავლების სამსახურმა, რომელსაც აშშ-ის საელჩომ გასულ წელს 300 000 აშშ დოლარის სამი სკანერი (RAPISCAN 628XR) გადასცა ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებისთვის და ასევე „ყაზბეგის“ გამშვები პუნქტისთვის, ამ საკითხზე განმარტება გაავრცელა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის“, - წერია „შემოსავლების სამსახურის“ განცხადებაში.

სკანერი, რომელიც ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო ვერ დამონტაჟდა, უკვე არის განთავსებული ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აერპორტებში. ამ სკანერების მნიშვნელობაზე საუბარია „შემოსავლების სამსახურის“ 2023 წლის ანგარიშშიც: „უნდა აღინიშნოს, რომ ინსპექტირების რენტგენოსკანერი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისათვის საუკეთესო მაღალტექნოლოგიური შენაძენია. შემოწმების ეს უახლესი სისტემა უნიკალური საშუალებაა მგზავრთა ბარგის სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S