Accentnews.ge
რკინის ღობე და მანდატური – რა თქვეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე

რკინის ღობე და მანდატური – რა თქვეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე

16/08/2024 15:01:38 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რკინის კონსტრუქცია ააგეს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს ზომები, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, თავის მხრივ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული არჩევნებთან არაფერ შუაშია.

"მე არ ვიცი რისი გეშინიათ. [...] თქვენ არ გინდათ ხოლმე კრიტიკული აზრის მოსმენა, მიკროფონს გამორთავდით ხოლმე. მე ვფიქრობ, ახლა გინდათ, დამატებითი ბერკეტი შეიძინოთ და ცესკო–ს შემოავლეთ ამხელა მესერი და რისთვის ემზადებით ამ არჩევნებისთვის, რამ მოგცათ იმის საფუძველი, რომ მიიღოთ ასეთი ზომები?", - განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით, "ძლიერი საქართველოს" და ცესკოს წევრმა გიორგი სიორიძემ ცესკო–ში გამართულ სხდომაზე.

საპასუხოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, "ტვ პირველის" ცნობით, შემდეგი აღნიშნა:

"რა შიშზე არის საუბარი... [...] გაიზარდა საჭიროებები, გაიზარდა ადამიანური რესურსი, გაიზარდა ინფრასტრუქტურული მოცემულობა, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ინსტიტუციაში, კენჭისყრის შენობა იქნება ეს თუ მის მიღმა იყოს შესაბამისი წესრიგი დაცული", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა

სხდომაზე ცესკო–სა და "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ჯინჯოლოვამ განაცხადა, რომ ღობის საჭიროება უსაფრთხოებისთვის ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან, სახელმწიფო ისედაც მილიონებს იხდის დაცვის პოლიციის მომსახურებაში.

"ხუმრობაც დაიწყეს თანამშრომლებმა, აღნიშნულ ღობესთან დაკავშირებით. ისინი ამას მექსიკის საზღვრის ღობეს ეძახიან. დაცვის პოლიცის გყავთ, პირადი დაცვა გეყოლებათ, 4–მეტრიანი ღობე შემოღობილია. [...] იმდენად დამთრგუნველია თანამშრომლები წლებია, აქ მუშაობენ და ამხელა ღობეს რომ წამოუჭიმავ, რისთვის სჭირდებათ უბრალოდ ხომ?! რა ისეთი მოლოდინია, რა ისეთი საშიშროებაა ამ ორი თვის განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში, სრულიად გაუგებარია თან იმის ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია მილიონობით თანხას იხდის დაცვის პოლიციის მომსახურებაში", - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით დავით ჯინჯოლოვა.

ცესკო–ს ფინანსური დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბუსკივაძე შენობისთვის გალავნის შემოვლებას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებს.

"თქვენ თუ დააკვირდებოდით მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ცესკო–ს შენობის მომიჯნავედ ეწყობა ახალი საწყობი. ასევე ამ ტერიტორიაზე, სადაც ვიმყოფებით მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდა გზის საფარის აღდგენა და შესაბამისად, აღდგენითი სამუშაოების ნაწილი არის ღობის მოწყობაც. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემადგენელი ნაწილია, ღობე არის ღობე, ამ შემთხვევაში შემოსაზღვრავს ცესკოს ავტოპარკინგს", - განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით, ბუსკივაძემ.

ირკვევა, რომ გალავანის გარდა, დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე ცნობილი გახდა ინფორმაცია მანდატურების შესახებაც.

"აღნიშნული, ღობის შენება არის შეშინებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქმედება, რომლებიც რისთვის ემზადებიან, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა ასეთი ქმედებებით, თუ რაიმეს აპირებენ, ამომრჩევლისგან ვერ დაიცავენ თავს. ასევე, მათ დღეს მანდატური შემოიღეს, რომელიც კომისიაზე უზრუნველყოფენ დისციპლინას. ჩვენ დისციპლინას არ გავურბივართ, თუმცაღა ვინ იქნებიან დანიშნული მანდატურები, სუს-ის მიერ იქნებიან შერჩეულები, თუ ადმინისტრაციის მიერ, არავინ არ იცის", - განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით, "ერთიანობის" და ცესკო–ს წევრმა დავით კირთაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S