Accentnews.ge
კოალიცია "ძლიერი საქართველო" ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

კოალიცია "ძლიერი საქართველო" ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

19/08/2024 10:28:05 პოლიტიკა

კოალიცია "ძლიერი საქართველო" ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს, რომლის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება არა არჩევნების დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე განხორციელდება.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ საგანგებო ბრიფინგზე ცესკო–ს ახალი დადგენილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესული ცვლილება "საარჩევნო კოდექსის" დარღვევაა.

მისი თქმით, მოცემული დადგენილებით სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარ დაადგინონ პირების ვინაობა და მათზე ზეწოლა განახორციელონ.

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად ''ქართული ოცნება'' ყველაფერს ცდილობს, მიიტაცოს ქართველი ხალხის არჩევანი და გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ''ქართული ოცნება'' არის ის ძალა, რომელმაც შექმნა ყველანაირი ბარიერი რათა, სრული კონტროლი ჰქონდეს საარჩევნო პროცესზე, თუმცა ქართველი ამომრჩეველი თავისი აქტიურობით, არჩევნებზე აქტივობით და ნების დაფიქსირების არ მისცემს რუსულ ძალას იმის შესაძლებლობას, რომ შეცვალოს ქართველი ხალხის არაერთხელ დაფიქსირებული ნება და ეს ნება შეეხება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას. ''ქართული ოცნება'' არ მოერიდა ისეთი საარჩევნო რეფორმების გატარებას, რომელმაც ქვეყანას უკან გადაადგმევინათ ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. მან მიიღო ისეთი საარჩევნო რეფორმები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა 9 დათქმას. დააკანონა ერთ პარტიული ცესკო, აირჩია არალეგიტიმური ცესკო–ს თავმჯდომარე. პარლამენტის შემდეგ ახლა უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა ცესკო–ში, რომ თვითონ ერთპარტიული ცესკო იღებს ''ქართული ოცნებისთვის'' სასარგებლო დადგენილებებს. ბოლო საარჩევნო რეფორმით ოპოზიციონერ წევრებს მოუსპო ეს უკანასკნელი საარჩევნო ბერკეტიც და ახლა დადგენილებების პირებისთვის ოპოზიციონერი წევრების თანხმობა აღარ არის საჭირო. პარასკევს ცესკო–მ მიიღო დადეგენილება, რომლითაც შესაძლებელი ხდება საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება, ერთი კვირით ადრე განხორციელდეს, ვიდრე არჩევნების დღეს. ეს ძალიან საგულისხმოა, რამდენადაც სუს-ს ერთი კვირით ადრე ეცოდინება უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მატარებელი ადამიანების ვინაობა, რაც აძლევთ მათ შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინოს მათზე. მე, როგორც ცესკო–ს წევრმა ამ სხდომაზე გავაკეთე ჩემი განცხადება. სამართლებრივადაც ეს არის პრობლემური იმიტომ, რომ ამისი უფლება მოსილება ცესკო–ს არ გააჩნია, თუმცა ბუნებრივია, ერთ პარტიულმა ცესკო–მ გადაწყვეტილება მიიღო ახლა კოალიცია ''ძლიერი საქართველო'' ასაჩივრებს ცესკო–ს დადგენილებას", - ამბობს გიორგი სიორიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S