Accentnews.ge
უკრაინამ საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია

უკრაინამ საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია

19/08/2024 10:35:58 პოლიტიკა

უკრაინამ საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"საქართველოს ხელმძღვანელობა ეხმაურება ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც უკრაინის მიერ ან უკრაინის მონაწილეობით ხორციელდება. მე უკვე გავიხსენე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში; საქართველო მონაწილეობას იღებს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მუშაობაში. წელს, სხვათა შორის, ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი გაიმართება 11 სექტემბერს კიივში. უკრაინამ საელჩოს საშუალებით გადასცა მოწვევა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიიღოს მასში მონაწილეობა", – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S