ტრამპი – უკრაინის ელჩზე: „მოიცილეთ თავიდან!"
27/01/2020 06:30:33 მსოფლიო
აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პარალელურად მედია სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს. 80– წუთიან ვიდეოში აშშ–ის ლიდერი უკრაინის საკითხზეც საუბრობს. კერძოდ, ვუდეოს თანახმად, ტრამპი ინტერესდება, „რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინა რუსეთთან ომს“. პასუხად მიიღო, რომ აშშ–ის დახმარების გარეშე "დიდხანს ვერ“.
„ჩვენს გარეშე. ყველას ჩვენ როგორ უნდა ვეხმარებოდეთ“,-ამბობს ტრამპი და შემდეგ ევროპის ქვეყნებს აკრიტიკებს, რომ ვაშინგტონთან ერთად ამ ტვირთს არ ინაწილებენ.
ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ გასცემს აშშ-ის პრეზიდენტი ბრძანებას გააძევონ უკრაინის ელჩი.
„მოიცილეთ თავიდან! მოაშორეთ ხვალვე. არ მაინტერესებს. ხვალვე მოაშორეთ. მოიცილეთ! გასაგებია? ასე მოიქეცით“,-ამბობს ტრამპი.
ცნობისთვის: იმპიჩმენტის პროცესის საფუძველი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას მისი პოლიტიკური მეტოქის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი უკვე დაამტკიცა. თავად ტრამპი კი პროცესს სისულელეს უწოდებს.


