მონღოლეთმა ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა
27/01/2020 07:10:37 მსოფლიო
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მონღოლეთმა ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა. როგორც გამოცემა „გლობალ თაიმსი“ იუწყება, საზღვარზე ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეების გადასვლა აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გამოვლინდა. ამჟამად ვირუსით გამოწვეული პნევმონიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-ს აღწევს. ინფიცირებულია 2700-მდე ადამიანი.თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩინელი ექიმის მიმართვა და მან თქვა, რომ ხელისუფლება რეალურ მონაცემებს არ ანსაჯაროებს, და რომ მდგომარეობა გაცილებით რთულია, სამედიცინო პუნქტებს კი რესურსი არ ჰყოფნით და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.


