Accentnews.ge
ზაზა ფაჩულია - კობი ბრაიანტს: "მადლობა ბევრი მოგონებისთვის"

ზაზა ფაჩულია - კობი ბრაიანტს: "მადლობა ბევრი მოგონებისთვის"

27/01/2020 07:16:32 მსოფლიო

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა NBA-ის ქართველმა მოთამაშემ ზაზა ფაჩულიამ.

მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა კობი ბრაიანტის ფოტო წარწერით: „ძალიან ადრე. ძალიან სამწუხაროა. ძალიან ბევრი გატეხილი გული. ძალიან ბევრი ცრემლი. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“.

NBA-ის ლეგენდა კობი ბრაიანტი 26 იანვარს დაიღუპა კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ლეგენდარულ კალათბურთელთან ერთად დაიღუპნენ მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი 41 წლის იყო. ის აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. Los Angeles Lakers-ის შემადგენლობაში ბრაიანტს NBA-ის ხუთი ჩემპიონატი აქვს მოგებული. 18-ჯერ იყო NBA-ის „ყველა ვარსკვლავის“ შემადგენლობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S